ეუთო/ოდირის დირექტორის განცხადება

24 მაისი 2024, 12:04 268 ნახვა

ეუთო/ოდირის დირექტორი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს უცხოური  გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიმართ.

მატეო მეკაჩიმ თბილისში ვიზიტის დროს აღნიშნა, რომ კანონი  ძირს უთხრის შეკრების თავისუფლებას.

მეკაჩის განცხადების მიხედვითვე, რომელსაც ეუთოს პრესსამსახური ავრცელებს, სამოქალაქო საზოგადოების მუშაობა ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია და შეკრების თავისუფლება ბევრი სხვა ადამიანის უფლების ფუნდამენტია.

ასევე ნებისმიერი ახალი მოთხოვნა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, მათ შორის, დამოუკიდებელი დამკვირვებლებისთვის გამართლებული უნდა იყოს ადამიანის უფლებების პერსპექტივიდან.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში