ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში ყაჩაღობის მცდელობა იყო

23 მაისი 2024, 12:09 492 ნახვა

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში ყაჩაღობის მცდელობა იყო. არსებული ინფორმაციით, ნიღბიანი მამაკაცი შენობაში შევიდა და თანხას ითხოვდა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა შენობის დატოვება შეძლო, თუმცა თანხის წაღება ვერ მოახერხა.

ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი