ისრაელის თავდაცვის სამინისტროს წინ ჰამასის მძევალთა ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს

23 მაისი 2024, 08:59 353 ნახვა

7 ოქტომბრის სისხლიანი თავდასხმის შემდეგ ჰამასის ტყვეობაში მყოფი  მძევლების ოჯახებმა საპროტესტო აქცია გამართეს თელ-ავივსა და იერუსალიმში. ისინი ყოველდღიური აქციებით აძლიერებენ ზეწოლას მთავრობაზე, რათა ჰამასთან მძევლების გათავისუფლების მიზნით შეთანხმებას მიაღწიოს.

საპროტესტო აქცია თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინასთან გაიმართა, სადაც ისრაელის სამხედრო კაბინეტის მინისტრები იკრიბებოდნენ.

პრემიერ ნეთანიაჰუს მთავრობა ამბობს, რომ ღაზაში მიმდინარე სამხედრო ზეწოლა ჰამასს აიძულებს დანებდეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში