ენტონი ბლინკენი მზადაა, ჰააგის სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხზე კონგრესთან იმუშაოს

22 მაისი 2024, 10:09 450 ნახვა

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მზადაა, იმუშაოს კონგრესთან, რათა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქციები დააწესოს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

სენატის ასიგნებების ქვეკომიტეტის მოსმენაზე „რესპუბლიკელმა“ ლინდსი გრეჰემმა ბლინკენს განუცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა სანქციები უნდა დაუწესოს სასამართლოს პროკურორ კარიმ ხანის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელმაც ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის დაპატიმრების ორდერი მოითხოვა.

„მსურს მოქმედება და არა მხოლოდ სიტყვები. დაუჭერთ თუ არა მხარს ორპარტიულ მცდელობას, დასანქცირდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო?“ - მიმართა გრეჰემმა ენტონი ბლინკენს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი