დაახლოებით ორ საათში თბილისის საქალაქო სასამართლო დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების საქმეზე იმსჯელებს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროკურატურის მოთხოვნა წინასწარი გამოძიების ვადის გაგრძელებაზე დაკმაყოფილდა და საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 მაისამდე გადაიდო. ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატები კი, სასამართლოს სასულიერო პირის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას შესთავაზებენ. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვებას მოითხოვს.