სტუდენტების ნაწილის პროტესტი ბათუმში გრძელდება. ისინი უმაღლეს სასწავლებელთან დილიდან შეიკრიბნენ.
გაფიცვის მიზეზი უცვლელია, ეწინააღმდეგებიან 14 მაისს მესამე მოსმენით მიღებულ გამჭვირვალობის შესახებ კანონს.
არ ესწრებიან ლექციებს და ამ ფორმატში არიან ბოლო რამდენიმე დღეა.