რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვზე "შაჰედის" ტიპის დრონებით მიიტანეს იერიში 

21 მაისი 2024, 10:23 415 ნახვა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვზე "შაჰედის" ტიპის დრონებით იერიში მიიტანეს. აფეთქებების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. დაიბომბა ხერსონის ოლქი, დაშავდა 2 მშვიდობიანი მოქალაქე, ასევე დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპანტებმა თავდაცვის ხაზის გარღვევა ღამით ხუთჯერ სცადეს. გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე სულ 95 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

”საზენიტო ბრძოლის შედეგად ჩამოგდებულია 28 დრონი ოდესის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, ჩერკასის, ხერსონის და კიროვოგრადის ოლქებში“, - აცხადებენ საჰაერო ძალებში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი