გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ ლიგა 1-ში დასარჩენად პლეი-აუტს ითამაშებს 

20 მაისი 2024, 09:33 419 ნახვა

გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ საფრანგეთის ლიგა ერთის ბოლო ტურში „პარი სენ-ჟერმენს“ უმასპინძლა, 0:2 დამარცხდა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი აუტში ითამაშებს.

მეცის“ კარში გოლები სოლერმა და კანგ-ინმა გაიტანეს. მიქაუტაძეს ორჯერ შეეძლო გატანა, თუმცა პირველ ჯერზე მეკარემ აჯობა, მეორედ კი მისი დარტყმული ძელს მოხვდა.

„მეცი“ მე-16 ადგილზე დარჩა და ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნების შანსი აქვს. საამისოდ, მიქაუტაძის გუნდმა პლეი აუტში უნდა გაიმარჯვოს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი