ქართველი ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია.
აბუ დაბიში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე 20 წლის ქართველმა ძიუდოისტმა, 60 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში ტაიპეის წარმომადგენელი იანგი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა და საქართველოს წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მედალი მოუტანა.
ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატს არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი აბუ დაბი 19-24 მაისს მასპინძლობს, რომელშიც კიდევ 11 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.