იტალიის საკალათბურთო სერია A-ს მეოთხედფინალურ სერიაში „ვირტუს ბოლონიამ“ „ტორტონასთან“ 75:82 წააგო და საერთო ჯამში ანგარიში გათანაბრდა - 2:2.
საკუთარ არენაზე ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ, „ვირტუსმა“ უპირატესობა ხელიდან გაუშვა. ყველაფერს მეხუთე მატჩი გაარკვევს, რომელიც ბოლონიაში გაიმართება.
თორნიკე შენგელიამ 17 წუთში მხოლოდ 4 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. სერიის მეხუთე და გადამწყვეტი მატჩი 21 მაისს გაიმართება და გამარჯვებული ნახევარფინალში გავა.