ევროკავშირის ელჩი საქართველოში მიიჩნევს, რომ საქართველო ახლა გზაგასაყარზეა, რადგან ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის სულისკვეთებებს. მითუმეტეს, რომ ახლა გახსნილია შესაძლებლობების ფანჯარა და კანდიდატ ქვეყნებს ძალიან კარგი შანსი აქვთ რაც შეიძლება მალე გადავიდნენ მოლაპარაკების ეტაპზე, შემდეგ კი უკვე მოახერხონ ევროკავშირში გაწევრიანება 2030 წლისთვის.
პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ შესაძლებელი იქნება გამოინახოს ისეთი გზა, რომელიც არ ავნებს საქართველოს ინტერესებს ევროპულ გზაზე.