დავითაშვილის გოლი და ორი საგოლე გადაცემა ბოლო ტურში 

18 მაისი 2024, 09:50 364 ნახვა

ზურიკო დავითაშვილმა სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა „ბორდოს“ შემადგენლობაში, რომელმაც ლიგა 2-ის ბოლო ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე „პო“ 3:2 დაამარცხა. პირველ ტაიმში ვაისბეკმა და ლივოლანმა დავითაშვილის პასებით გაიტანეს.

მეორე ტაიმში კი ქართველმა შემტევმაც შეძლო თავის გამოჩენა. „ბორდომ“ ჩემპიონატი 50 ქულით მე-12 ადგილზე დაასრულა.

რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს, მან 24 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა, ამ მაჩვენებლით კი გუნდში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში