3 ესპანელი ტურისტი დაიღუპა და სულ მცირე 1 დაშავდა ავღანეთის ცენტრალურ ბამიანის პროვინციაში შეიარაღებული პირების თავდასხმის დროს. შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი მათ ბაზრიდან გამოსვლისას გაუხსნეს.
ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებით, დაღუპულია ავღანეთის მოქალაქეც.
სამართალდამცავებმა 4 ეჭვმიტანილი დააკავეს.