ვიზალიბერალიზაცია

28 მარტი 2017, 00:00 3343 ნახვა

საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი, უკან  დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი, სასტუმროს მოქმედი ჯავშანი, სამოგზაურო დაზღვევა და მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება - სწორედ ეს დოკუმენტები გჭირდებათ იმისთვის, რომ ევროპისა და შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლა შეძლოთ. გარდა ამისა, რამდენიმე წესის დაცვა მოგეთხოვებათ. პირველი მოთხოვნაა  ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ გაემგზავრონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით ევროკავშირის ან შენგენის წევრ ქვეყნებში. მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. 90 დღიანი ყოფნის ვადის გადაცილების შემთხვევაში, ევროკავშირის ან შენგენის ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად. ასეთი პირი გაძევებულ იქნება ქვეყნიდან და აეკრძალება კონკრეტული  ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე ვადით. ამასთან ერთად, შესაძლოა, დაეკისროს ჯარიმა სამი ათას ევრომდე მთავრობამ უკვე შეიმუშავა სპეციალური პროგრამა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე. 90 დღის გასვლის შემდეგ აინთება წითელი სიგნალი ჩვენს სასაზღვრო სისტემაში და დაიწყება ინფორმაციის გაგზავნა ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში დამრღვევი პირების შესახებ. ამის შედეგ კი იმ ქვეყანაშიც სადაც პირი იმყოფება  ქვეყნების შიდა პროცედურებით დაიწყება პიროვნებების მოძიება და მათი რეადმისიის პროცედურა. 

ამავე კატეგორიაში