კანონი მიუღებელია და მოდიფიცირებას არ ექვემდებარება - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა.
ასოშიეიტიდ პრეს-თან ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ვეტოს დაადებს.
კითხვაზე, მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ მისი დაძლევის უნარი აქვს, მაინც დაადებს თუ არა ვეტოს პრეზიდენტი, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ დიახ.
დაამატა, რომ ვეტოს დაადებს ყველა კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს, როგორც ფორმალურად ისე არსებითად, რადგან მისი კონსტიტუციური მოვალეობაა გააკეთოს ყველაფერი ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად.