დღეს „ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის“ დღე აღინიშნება. საპატრიარქოს ინფორმაციით, დედაქალაქსა და ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში მსვლელობა გაიმართება.
ბათუმში მსვლელობა 11 საათიდან უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება, შეკრების მონაწილეები მსვლელობით საკათედრო ტაძართან მივლენ შემდეგ კი ქალაქის ქუჩებს მოივლიან.
17 მაისი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით უქმე დღედ გამოცხადდა. პრემიერის ინფორმაციით, შესაბამისი ინიციატივით საპატრიარქომ მიმართა.