შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. რობერტ ფიცოს ოპერაცია 5 საათის განმავლობაში უტარდებოდა. ექიმები მისი სიცოცხლისთვის ამ დრომდე იბრძვიან.
თავდამსხმელის ვინაობა უკვე ცნობილია, იგი 71 წლის მწერალი და პოლიტიკური აქტივისტია, იგი არ ეთანხმება ფიცოს მთავრობის პოლიტიკას, განაცხადა მან დაკავების დროს.