დღეს ბათუმის სპორტის სასახლეში დაიწყო საქართველოს 33-ე ჩემპიონატი ჭადრაკში. შეჯიბრება რვა, თორმეტ და თექვსმეტ წლამდე მოჭადრაკე გოგონათა და ვაჟთა შორის ტარდება.
ტურნირში საქართველოს ყველა რეგიონის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. საქართველოს ჩემპიონები და ვიცე-ჩემპიონები ტიტულთან ერთად, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საგზურებს მოიპოვებენ.