საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ უკვე გადაადგილდებიან. საქართველო-პოლონეთი. პირველი მგზავრები ევროპისკენ უვიზო მიმოსვლის ამოქმედებისთანავე სწორედ ამ მიმართულებით გაემგზავრნენ. უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ევროკავშირში ჩასულმა საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარი ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადაკვეთეს. მგზავრთა პირველ ნაკადებს დანიშნულების ადგილას საქართველოს საკონსულოების წარმომადგენლები დახვდნენ.