ევროპარლამენტარების განცხადება

16 მაისი 2024, 11:15 343 ნახვა

ევროპარლამენტარების ნაწილი საქართველოს ხელისუფლებას გაიწვიოს კანონი  ვიდრე ის უფრო ღრმა განხეთქილებას გამოიწვევს საქართველოში  და  დიდ საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობას. ერთობლივ განცხადებას ევროპარლამენტარები დევიდ მაკალისტერი და სვენ მიქსერი ავრცელებენ. 

ევროპარლამენტარები გამოხატავენ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც, მათი თქმით, იცავს დემოკრატიულ ღირებულებებს და დემონსტრაციებს მართავს საკუთარი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის.

ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლებისთვის მეგობრული გარემოს შექმნა არის ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი და ევროკავშირში გაწევრიანების გადამწყვეტი მოთხოვნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი