პარლამენტმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია

15 მაისი 2024, 15:50 396 ნახვა

საქართველოს პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა და ვეტო დაძლია.

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი ერთმა დეპუტატმა დაუჭირა წინააღმდეგ კი 28 დეპუტატი იყო. შესაბამისად, მოტივირებული შენიშვნები პარლამენტის მიერ გაზიარებული არ არის.

ცვლილებები მიღებულია თავდაპირველი რედაქციით. გენდერული კვოტირების გაუქმებას პრეზიდენტმა ვეტო 18 აპრილს დაადო.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებებით, პარტიულ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება 30-ით, 60-ის ნაცვლად.

ცვლილება შედის ასევე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში, რომლის თანახმადაც, უქმდება ის მექანიზმი, რომელიც პარტიებს დამატებით ფინანსურ წახალისებას სთავაზობს სიებში ქალი კანდიდატების შესაბამისი პროპორციით ჩაწერის გამო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი