ჰქონდათ გარკვეული წუხილები კანონთან დაკავშირებით, ჩვენ ვესაუბრეთ კანონის მიზანზე - პაპუაშვილი

15 მაისი 2024, 12:52 369 ნახვა

ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ვისაუბრეთ, რა არის კანონის მიზანი, მათ შორის ამ კანონის ერთ-ერთი საფუძველია, რომ ევროკავშირის თანხები საქართველოში ნაწილობრივ იხარჯება არაგამჭვირვალედ, არა იმ მიზნებისთვის, რომლისთვისაც უნდა იხარჯებოდეს, ევროკავშირის წარმომადგენლებთან ამაზე თანხმობა გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა ევროკავშირის ოთხი ქვეყნის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, თანხმობა არის, რომ გამჭვირვალობა საჭიროა.

„ისინი ეთანხმებიან ჩვენს მოსაზრებას, რომ მართლაც არის პრობლემა გამჭვირვალობის და არა კარგი მიზნებისთვის გარკვეული თანხების გამოყენების. ესეც მოვახსენეთ მათ. ვუთხარით, რომ მათ ხელშია, რომ ეს გამოწვევები და პრობლემები აღმოფხვრან. რაც შეეხება თავად კანონს, მათ აქვთ გარკვეული მოსაზრებები კანონის შინაარსთან დაკავშირებით. ჩვენ ვუთხარით, რომ სამწუხაროდ, ორი თვე, რაც კანონის არის ინიცირებული, არ გვსმენია და ვერ ვნახეთ სურვილი, რომ შინაარსობრივი მსჯელობა იყოს, ვნახეთ მხოლოდ კლიშეების მიკრობა, რაც არაევროპული ქცევაა. თუ ახლა არის მზაობა, რომ შინაარსობრივი მსჯელობა იყოს და არგუმენტები იყოს წარმოდგენილი, ჩვენ ახლაც მზად ვართ მოსმენისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე განმარტებით, ევროპელ კოლეგებს ჰქონდათ გარკვეული წუხილები კანონთან დაკავშირებით. პაპუაშვილის თქმით, იყო საუბარი კანონის მიზანზე, საფუძველზე.

" მათ შორის, ერთ-ერთი საფუძველი არის, რომ ევროკავშირის თანხები და მათივე გადასახადების გადამხდელების თანხები ნაწილობრივ საქართველოში იხარჯება არაგამჭვირვალედ, ნაწილობრივ საქართველოში იხარჯება არა იმ მიზნებისთვის, რომლისთვისაც უნდა იხარჯებოდეს. ვუთხარით, რომ მათ ხელშია, უპირველეს ყოვლისა, ეს გამოწვევები და პრობლემები აღმოფხვრან.

რაც შეეხება თავად კანონს, მათ რა თქმა უნდა აქვთ გარკვეული მოსაზრებები კანონის შინაარსთან დაკავშირებით. ჩვენ ვუთხარით, რომ სამწუხაროდ ორი თვის განმავლობაში, რაც კანონი არის ინიცირებული, ვერ ვნახეთ სურვილი, რომ შინაარსობრივი მსჯელობა იყოს. ვნახეთ მხოლოდ კლიშეების მიკრობა და იარლიყების მიწებება ამ კანონისთვის, რაც არაევროპული ქცევა არის. თუკი ახლა არის მზაობა, რომ შინაარსობრივი მსჯელობა იყოს და არგუმენტები იყოს წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც აქამდე ვიყავით მზად, ამის იქითაც მზად ვართ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი