ყველამ უნდა გააცნობიეროს პასუხიმგებლობა და სიფრთხილე გამოიჩინოს, რათა თავი აარიდოს გაუგებრობებს – ძირითადად ამ შინაარსის განცხადებებს ავრცელებდნენ დღეს საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციაში. პოლიტიკური შეფასებები გააკეთეს მთავრობის წევრებმა. მათი განცხადებით, ევროინტეგრაციის პროცესი გაგრძელდება, ვიდრე საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი არ გახდება.