პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქცია დასრულდა. თუმცა, მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეების ნაწილი რჩება,
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტს, მსვლელობით შეუერთდნენ საქართველოს, სხვადასხვა, უნივერსიტეტის სტუდენტები.
"გამჭვირვალობის კანონის" მოწინააღმდეგები, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებას მსვლელობით, ხვალ, დილის 10 საათიდან გეგმავენ.
მათი მოთხოვნა უცვლელია - სურთ, მმართველმა გუნდმა უკან გაიწვიოს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, რომლის მიღებასაც, საპარლამენტო უმრავლესობა, ხვალისთვის ჩანიშნულ პლენარულ სხდომაზე აპირებს.