სტუდენტების გაფიცვა ბათუმში

13 მაისი 2024, 15:15 710 ნახვა

67 წამში იურიდიულ კომიტეტზე მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტის შემდეგ აქციები გრძელდება. საპროტესტო ტალღას უერთდებიან ბათუმის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.

აუდიტორიებში შესვლას აღარ გეგმავენ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის შემდეგ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებიც, ვიდრე სადავო კანონპროექტს არ გაიწვევენ.

სტუდენტებს უერთდება ლექტორთა ნაწილიც.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში