სტუდენტების აქცია-მსვლელობა ბათუმში

13 მაისი 2024, 14:05 478 ნახვა

სტუდენტთა პროტესტი და აქცია მსვლელობა დილიდან დაიწყო ბათუმში. საზღვაო აკადემიის სტუდენტები აუდიტორიებში არ შევიდნენ. მათ აქცია-მსვლელობა მოაწყვეს, შემდეგ კი საპროტესტო მსვლელობა გამართეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაშიც.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ამ ფორმით სასწავლებლის ადმინისტრაციასა და სტუდენტებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ.

სტუდენტების თქმით, გამჭირვალობის კანონპროექტის მიღების შემდეგ ევროპაში საქართველო ვეღარ შევა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში