სტუდენტების გაფიცვა ბათუმში

13 მაისი 2024, 12:02 731 ნახვა

შეკითხვის, შენიშვნისა და მოსაზრებების გარეშე სადავო კანონპროექტს მესამე მოსმენით, მოკლე დროში დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს, რასაც ხმაურით შეხვდნენ აქციის მონაწილეები. აცხადებენ, რომ პროტესტი ისევ გაგრძელდება და უფრო მასშტაბური იქნება.

კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღას უერთდებიან სტუდენტებიც. სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა უარი თქვეს სასწავლო პროცესზე და აუდიტორიებში არ შევიდნენ.

საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა აქცია-მსვლელობა მოაწყვეს, შემდეგ კი საპროტესტო მსვლელობა გამართეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაშიც.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ამ ფორმით სასწავლებლის ადმინისტრაციასა და სტუდენტებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ.

სტუდენტების თქმით, ე.წ. რუსული კანონის მიღებით ევროპაში საქართველო ვერ შევა. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი