საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მმართველთა საბჭოს ყოფილი წევრი ირაკლი ბარამიძე ჩივილს სასამართლოში აპირებს. მიმდინარე მაუწყებლობის ყოფილი ხელმძღვანელი სამსახურიდან პარასკევს გაათავისუფლეს. მისი განცხადებით, უკვე გაიარა კონსულტაციები იურისტებთან და სასამართლოს უახლოეს პერიოდში მიმართავს. ბარამიძე აცხადებს, რომ სამსახურიდან უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს. მისსივე თქმით, დირექტორი მასზე ზეწოლას ახდენდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის განცხადებით კი ეს არ არის პირვლი შემთხვევა, როცა ტელევიზიიდან კამერა გაიტანეს. აღნიშნული კამერა კი იმავე საღამოს ქორწილში დააფიქსირეს. ნათია კაპანაძე აცხადებს, რომ კამერა ტელევიზიიდან ირაკლი ბარამიძის ნებართვით გავიდა მაშინ, როცა ახალი ამბების ოპერატორი ისვენებდა და ქორწილს იღებდა. მაუწყებლის დირექტორი აცხადებს, რომ ირაკლი ბარამიძეს ღია კონსულტაციებისას შესთავაზა მმართველთა საბჭოდან სხვა რგოლში გადასულიყო. რაც შეეხება ბარამიძის არგუმენტს, რომ კამერა სატელევიზიო არტის გადასაღებად იყო გატანილი, კაპანაძის თქმით ბარამიძეს არტების მომზადება არ ევალებოდა, მას ასევე არ შეეძლო არტის გადაღება საინფორმაციო სმსახურის ოპერატორისთვის დაევალებინა.