ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა დაიხურა

12 მაისი 2024, 20:05 513 ნახვა

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-15 საერთაშორისო გამოფენა ბათუმში დასრულდა.

წელს მასში 80 კომპანია მონაწილეობდა. გამოფენისადმი ინტერესი როგორც საქართველოში მოქმედმა ისევე  უცხოეთში მომუშავე კომპანიებმა გამოხატეს.

კომპანიებს 3 დღის განმავლობაში ქონდათ საშუალება დაემყარებინათ საქმიანი ურთიერთობები და გაეფორმებინათ მემორანდუმები.

წელსვე ცნობილი გახდა, რომ მომავალში ტურიზმის და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენა ცალკ-ცალკე გაიმართება. ამას ორგანიზატორები გამოფენისადმი მზარდი ინტერესით ხსნიან.

ექსპო ბათუმში აცხადებენ, რომ წინა წლებთან შედარებით მონაწილე კომპანიების რიცხვი მნიშვნელოვნად გაზრდილია.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი