ზუსთად 6 საათში საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება. მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, ქვეყანაში ღონისძიებები იმართება. განსაკუთრებული სამზადისია საერთაშორისო აეროპორტებში. თარიღს უკვე უწოდეს ისტორიული, დილიდან კეთდება შეფასებები როგორც სამთავრობო, ასევე ოპოზიციურ სპექტრში. მილოცვებთან ერთად ისმის გამაფრთხილებელი გზავნილებიც იმ რეგულაციების შესახებ, რომელიც უვიზოდ გადაადგილების დროს საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ.