ექსპორტის მენეჯერთა სასერთიფიკატო სასწავლო კურსს ბათუმში მეწარმეები გაივლიან

12 მაისი 2024, 09:39 422 ნახვა

ექსპორტის მენეჯერთა სასერთიფიკატო  სასწავლო კურსს გაივლის ბათუმში მოქმედი 30 მეწარმე. პირველი შეხვედრა სააგენტო  „აწარმოე საქართველოში“  წარმომადგენლებმა მათთან უკვე გამართეს.

თვენახევრის განმავლობაში ისინი მეწარმეებს მათ მიერ წარმოებული პროდუქციის უცხოურ ბაზარზე რეალიზაციას ასწავლიან და ასევე ექსპორტიორი კომპანიისთვის კვალიფიციურ კადრებს მოამზადებენ. 

სააგენტოს ინფორმაციით ქვეყნის მასშტაბით უკვე გადაამზადეს 500-ი ექსპორტ-მენეჯერი და მალე მათ რიცხვს აჭარაში მოქმედი მეწარმეებიც შეუერთდებიან.

როგორც გაირკვა  სააგენტო „აწარმოე საქართველოში“  სერვისებით აჭარა ყველაზე ნაკლებად სარგებლობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი