რობერტა მეცოლა - ევროპელებმა მეტი უნდა გააკეთონ ვლადიმერ პუტინის ომის მანქანის დასაშლელად

10 მაისი 2024, 09:50 439 ნახვა

ევროპარლამენტის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპელებმა მეტი უნდა გააკეთონ ვლადიმერ პუტინის ომის მანქანის დასაშლელად, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეჟიმში თავის დაძვრენის საშუალებების დასახურად.

რობერტა მეცოლას თქმით, უკრაინის პარტნიორები მუშაობენ პუტინისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე, რომელიც ევროკავშირში ასობით მილიონი ევროს ღირებულების რუსული აქტივების გაყინვას ითვალისწინებს.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინას მეტი დახმარება სჭირდება, რადგან რუსეთი სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის ნიშნებს არ აჩვენებს, რის გამოც ევროპა მზად უნდა იყოს კრემლის საფრთხეებს უპასუხოს. მეცოლას თქმით, რუსეთს სურს წარსულში დაბრუნება, სადაც არ არის დემოკრატია, თავისუფლება და სიმართლე.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში