სომხეთის დედაქალაქში პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა და დაუმორჩილებლობის აქციები ამ დრომდე გრძელდება. მედიის ცნობით, ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
პრემიერის გადადგომის მოთხოვნა არქიეპისკოპოსმა ბაგრატ გალასტიანმა გამოაცხადა, რომელიც მოძრაობის „ტავუში სამშობლოს სახელით“ ხელმძღვანელია. ის და მისი მომხრეები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის ფარგლებში ცალმხრივი დათმობების წინააღმდეგ გამოდიან.
ნიკოლ ფაშინიანს თანამდებობიდან წასვლისთვის ვადა გუშინ, 20:00 საათამდე მისცეს. გალასტიანის თქმით, 10 მაისიდან სომხეთში დაუმორჩილებლობის აქციები გაიმართება.