ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - დაზიანდა სამი ავტომობილი

08 მაისი 2024, 15:50 600 ნახვა

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად დაზიანდა სამი ავტომობილი.

ადგილზე იმყოფებოდა სააწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა კლინიკაში გადაყვანა არავის დასჭირვებია.

მომხდარის გამო, ფიროსმანის ქუჩის ნაწილზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეფერხებული იყო.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთი მანქანა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა,რამაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში