ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გრძელდება. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქცია თბილისში დღეს საღამოსაცაა დაგეგმილი. ბათუმში ახალგაზრდები შეკრებას 9 მაისს გეგმავენ, ამის შესახებ მათ გუშინდელ აქციაზე განაცხადეს.
საპროტესტო მსვლელობა ბათუმში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყეს, აქციის მონაწილეები მსვლელობით მივიდნენ გმირთა ხეივანში 9 აპრილის მემორიალთან, ასევე პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს აგვისტოს ომის მემორიალთან.
გვიან ღამით დასრულდა საპროტესტო აქცია თბილისშიც.