''მარეთობა" - ასე ჰქვია სახალხო დღესასწაულს, რომელიც დღეს შუახევში გაიმართა. დღესასწაულზე ჩატარდა კონცერტი, სადაც მონაწილეობდნენ ანსამბლები ''მარეთი'', ''ზე-კართან'' და გოგონათა ბენდი ,,117“.
პარალელურად მიმდინარეობდა სპორტული აქტივობები. წარმოდგენილი იყო დეკორატიული კუთხეები, ტრადიციული სამზარეულო, სამუზეუმო ექსპონატები, ეთნოგრაფიული ნიმუშები, მარეთის ხეობის ტრადიციების ამსახველი ფოტო-გამოფენა და საბიბლიოთეკო კუთხე. გამოვლინდნენ საპატიო ''მარეთელები".
ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. საზეიმოდ გაიხსნა ფრიდონ ქარცივაძის სახელობის სკვერი.
''მარეთობა'' შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და რეგისტრირებული კავშირი ''მარეთის'' მხარდაჭერით გაიმართა.