იუსტიციის მინისტრი სააღდგომო ლიტურგიას გეგუთის N14 პენიტენციურ დაწესებულებაში დაესწრო. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სააღდგომო ლიტურგია პენიტენციური დაწესებულებების ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა.
"მინისტრმა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელებმა გეგუთის N14 და ქუთაისის N2 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებსა და მსჯავრდებულებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.