აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს ბათუმში #11 მუნიციპალური ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
ავტობუსი სავაჭრო ცენტრ „ბათუმიდან“ ფერიის სასაფლაომდე მოძრაობს.
უფასო იქნება მუნიციპალური ავტობუსი ქობულეთშიც.
ქობულეთის ტრანსრეგულირების სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ტრანსპორტი დილის 8-დან 20 საათამდე იმუშავებს.