მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს. ეკლესია-მონასტრებში საღვთო რიტურგია წირვა-ლოცვით აღინიშნა.
საღვთო რიტურგია წმინდა სამების სახელობის ტაძარში სხვა სასულიერო პირებთან ერთად, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ მრევლი ეზიარა.
მეუფემ მორწმუნეებს დღესასწაული მიულოცა და ეკლესია-მონასტრების მშენებლობის მნიშვნელობაზე იქადაგა.
საზეიმო რიტურგიაზე მთავრობის თავმჯდომარე და კაბინეტის წევრები იმყოფებოდნენ.