მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

04 მაისი 2024, 18:08 238 ნახვა

მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდმოსვლის რიტუალი აღსრულებულია და წმინდა ცეცხლი უკვე საქართველოსკენ მოემართება, 11 საათზე უკვე აქ იქნება და ტაძრებში გადანაწილებდა, ცეცხლი იერუსალმში თბილისის დროით დაახლოებით 15:15 წუთზე გადმოვიდა და ითვლება, რომ ეს არის ნიშანი სიცოცხლის გაგრძელებისა მომდევნო აღდგომამდე. 

რიტუალის მსვლელობისას პალესტინელი ქრისტიანები მსვლელობით მიემართებიან მაცხოვრის საფლავის კარიბჭისკენ, რის შემდეგაც კარიბჭის მცველი სომხური ეკლესიის წარმომადგენლები მას აღებენ და იერუსალიმის პატრიარქი მარტო შედის მაცხოვრის საფლავთან, საიდანაც უკვე წმინდა ცეცხლით გადმოდის და მორწმუნეებში ანაწილებს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში