საქართველოს ჩემპიონატი მშვილდოსნობაში დასრულდა. მასში თბილისის ბათუმის, ქუთაისისა და ქედის 44 სპორტსმენი მონაწილეობდა. ჩემპიონატი 3 ასაკობრივ კატეგორიაში მიმდინარეობდა, გამოვლინდა საპრიზო ადგილების მფლობელები. გამარჯვებულთაგან შეიქმნება ნაკრები, რომელიც აპრილში ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრი საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.