უფასო მუნიციპალური ტრანსპორტი 

03 მაისი 2024, 11:44 313 ნახვა

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს ბათუმში #11 მუნიციპალური ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. 

ავტობუსი  სავაჭრო ცენტრ „ბათუმიდან“ ფერიის სასაფლაომდე მოძრაობს. 

უფასო იქნება მუნიციპალური ავტობუსი ქობულეთშიც. ქობულეთის ტრანსრეგულირების სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ტრანსპორტი დილის 8-დან 20 საათამდე იმუშავებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში