დიდი ხუთშაბათის მსახურება იერუსალიმში

02 მაისი 2024, 14:55 361 ნახვა

ვნების კვირაში დიდი ხუთშაბათი გამორჩეული და განსაკუთრებული დღეა. სახარების მიხედვით სწორედ დიდ ხუთშაბათს აზიარა მაცხოვარმა 12 მოწაფე და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა.

დიდ ხუთშაბათს უკავშირდება რამდენიმე ეპიზოდი მაცხოვრის ცხოვრებიდან. ასეთი არის ასევე ფეხთბანვის რიტუალი. სახარების მიხედვით იესო ქრისტემ ნიშნად სიმდაბლისა და სიყვარულისა 12-ვე მოწაფეს ფეხი დაბანა. ტრადიციულად ეს რიტუალი შესრულდა დღეს იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე მესამემ აღდგომის ტაძრის ეზოში.

წინა წლებთან შედარებით უსაფრთხოებიდან გამომდინარე წელს შედარებით ნაკლები იქნება მომლოცველთა რაოდენობა. 

შეზღუდვების მიუხედავად, ქართველმა მრევლმა, მხოლოდ ნაწილმა წელს წმინდა მიწაზე მოხვედრა შეძლო. სახარების თანახმად დიდი ხუთშაბათი ქრისტეს მიწიერი ცხოვრების ბოლო საღამოა.

დღეს აღდგომის ტაძარში სხვა ტაძრების მსგავსად 12 ვნების სახარება იკითხება. იკითხება ის ეპიზოდები, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმამდე ვნებებს ასახავს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი