„ისტორიისა და კულტურის ძეგლები მაჭახლის ხეობაში“ - წიგნის პრეზენტაცია

02 მაისი 2024, 10:11 236 ნახვა

ისტორიისა და კულტურის ძეგლები მაჭახლის ხეობაში - წიგნის პრეზენტაცია გაიმართა ბათუმში. მასში ასახულია ხეობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.

პრეზენტაციის დროს წიგნის ავტორებმა აღნიშნეს, რომ ხელვაჩაურის ტერიტორიაზე არსებული 34 ძეგლიდან 20 მაჭახლის ხეობაში მდებარეობს.

სამეცნიერო ჯგუფმა წიგნზე მუშაობა 2018 წელს დაიწყო, რომელიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში