სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე 2 პირი დააკავეს

02 მაისი 2024, 10:08 390 ნახვა

გუშინ აქციაზე სამართალდამცველებმა ორი მოქალაქე დააკავეს. აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის უფლებას სამართალდამცველები არ აძლევდნენ. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი სამართალდამცველებს მოუწოდებდა, მოქალაქეები ტერიტორიიდან  გაერიდებინათ, თუმცა საბოლოოდ, 2 პირი მაინც დააკავეს.

ვაჟა სირაძის გაცხადებით, დაკავებული ადამიანები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და სამართალდამცველებს შეურაცხყოფა მიაყენეს.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას მოქალაქეების დიდი ნაწილი გუშინ რეგიონებიდან შეუერთდა. აქციის დაშლა საპოლიციო ძალებმა ღამის ათი საათის შემდეგ დაიწყეს, თუმცა შეკრებილები აქციის ტერიტორიას ისევ უბრუნდებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმების შედეგად, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 7 თანამშრომელი, ერთს გაუკეთდა ოპერაცია და ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი