„ბათუმობა 2024“-ის აღნიშვნა, ამ წუთებში, სიმფონიური ორკესტრის და სოლო შემსრულებლების მონაწილეობით, საზეიმო გალაკონცერტით გრძელდება.
დღის განმავლობაში, საზეიმო ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი, ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, ბათუმთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციები ესწრებოდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბათუმის სტუმრებს დღესასწაული მიულოცეს და საპატიო ბათუმელების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.
ბათუმის თვითმმართველ ქალაქად გამოცხადების 136 წლისთავთან დაკავშირებით, საზაფხულო თეატრისა და ბულვარის კოლონადების მიმდებარედ, მთელი დღის განმავლობაში, საბავშვო და სპორტული აქტივობები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, კულტურული ღონისძიებები, კლასიკური, თანამედროვე და ქართული ფოლკლორის კონცერტები, უკვე, მეორე დღეა მიმდინარეობს.