ნებრასკასა და აიოვას შტატებში ტორნადოს შედეგად ასობით სახლია დანგრეული

28 აპრილი 2024, 09:05 379 ნახვა

ნებრასკასა და აიოვას შტატში ტორნადოს შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. დანგრეულია ასობით სახლი, ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს არ მიეწოდება ელექტროენერგია და ადგილზე განგაშია გამოცხადებული.

მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ტორნადოს მოსალოდნელი საფრთხის გამო კანზასის, მისურის, ოკლაჰომასა და ტეხასის შტატები რისკის ზონად გამოაცხადა. სტიქიის ზონაში ამ დროისთვის ნახევარ მილიონამდე ადამიანი რჩება.

მაშველებმა ერთ-ერთი ჩამონგრეული შენობიდან 70 ადამიანის ევაკუაცია შეძლეს.

მთავრობა მოსახლეობას ქალაქში გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი