უკრაინაში ისევ საომარი მდგომარეობაა. ღამით რუსეთმა უკრაინის სამ ოლქში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განახორციელა დარტყმები, რის შედეგად დაშავდა 1 ადამიანი.
ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ოკუპანტების იერიში მიმართული იყო დნეპროპეტროვსკის, ივანო ფრანკოვსკისა და ლვოვის ენერგო ობიექტებზე.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით მხოლოდ გასულ ღამეს საოკუპაციო ძალებმა ქვეყნის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 34 რაკეტა გაუშვეს, მათგან 21 უკრაინის დამცველებმა ჩამოაგდეს.