საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს ლიეტუვის პრეზიდენტიც. „უცხოური გამჭვირვალობის გავლენის შესახებ“ კანონპროექტის შეფასებისას გიტანას ნაუსედა ამბობს, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით ქვეყანა ევროპულ იდეალებს შორდება.
ნაუსედა აღნიშნავს, რომ კანონპროექტი აბრკოლებს ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის შეუფერხებელ სვლას.
ლიეტუვის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ამაზე რეაგირება უნდა ჰქონდეთ.