ნიუ-იორკში სტუდენტების პალესტინის მხარდამჭერი აქცია გრძელდება

24 აპრილი 2024, 12:01 524 ნახვა

პროპალესტინელმა დემონსტრანტებმა შეინარჩუნეს თავიანთი კარვები კოლუმბიის უნივერსიტეტში პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად, რომელიც შუაღამისას კარვების დემონტაჟით იმუქრებოდა. აქციის მონაწილეებმა კარვები თავდაპირველად დაშალეს, თუმცა კონსულტაციების შემდეგ გადაწყვიტეს მშვიდობიანი პროტესტი უნივერსიტეტის კამპუსში გაეგრძელებინათ.

მომიტინგეები ითხოვენ უნივერსიტეტმა ნებისმიერი ფინანსური აქტივის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვოს, რომელიც შესაძლოა ომის მხარდასაჭერად ყოფილიყო გამოყენებული და უარი თქვას ნებისმიერ ასეთ აქტივზე, ასევე აღადგინოს წინა დემონსტრაციების გამო შეჩერებული სტუდენტების სტატუსი. ორშაბათს პოლიციამ ნიუ-იორკის უნივერსიტეტში 120-ზე მეტი მომიტინგე დააკავა, ხოლო გასულ კვირას 100-ზე მეტი კოლუმბიის უნივერსიტეტში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში